შპს მისო „იმერკრედიტის“ ინფორმაცია
შპს მისო „იმერკრედიტი“ დაარსდა 2007 წლის 3 დეკემბერს.
ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს მიკროსაფინანსო საქმიანობა.
შპს მისო „იმერკრედიტი“ თავისი აქტიურობით ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალურად ნაკლებად დაცული, ეკონომიურად აქტიური პირების თვითდასაქმებას.
ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფებია: მცირე, მიკრო და ინდივიდუალური მეწარმეები. ასევე ეკონომიკურად აქტიური ფიზიკური პირები, რომელთაც არა აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სესხი ბანკებიდან ან სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან.
შპს მისო „იმერკრედიტის“ სამოქმედო არეალი მოიცავს იმერეთის რეგიონს, ძირითადად ქუთაისს, წყალტუბოს, ზესტაფონს, სამტრედიას და მათ მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს.
სესხი გაიცემა:
- საქართველოს რეზიდენტ ფიზიკური პირებზე (18 წლის ასაკიდან)
- კანონით დაშვებული ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმა. არ დაიშვება ისეთი ობიექტების ფინანსირება, რომელსაც კანონით აკრძალული აქვს მოგების მიღება ან მიღებული მოგების განაწილება.
მიმდინარე ეტაპზე შპს მისო „იმერკრედიტი“ თავის მომხმარებელს სთავაზობს სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებს.